მარნეულის 74 სკოლიდან სამედიცინო ოთახი 19-შია მოწყობილი
მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული 74 საჯარო სკოლიდან სამედიცინო ოთახი მხოლოდ 19-შია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღანელმა ალი გახრამანოვმა განაცხადა, რომ სამედიცინო ოთახი ახალ რეაბილიტირებულ ყველა სკოლაშია.

„ამ ეტაპზე არის 19 სკოლაში გამოყოფილი სამედიცინო კაბინეტი. დანარჩენ სკოლაში მიმდინარეობს რეაბილიტაცია სამედიცინო ოთახის და უახლოეს მომავალში უკვე იქნება მოწყობილი და შესაბამისად აყვანილი იქნება ექიმი ან ექთანი. ეტაპობრივად ხდება ოთახების რეაბილიტაცია. თუ 10 ან 20 სკოლაში დასრულდება ოთახის რეაბილიტაცია შემდგომ განათლების მინისტრის ბრძანება გაიცემა და შემდგომ სკოლა გამოაცხადებს ვაკანსიას“. - განაცხადა ალი გახრამანოვმა

მარნეულის რესურცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, 19 სკოლიდან ექიმი ამ დროსიათვის 16-შია, დანარჩენ სკოლებს კი ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული. სკოლის ექიმის ვაკანსიაა გამოცხადებული მარნეულის N1 საჯარო სკოლაშიც. როგორც სკოლის დირექტორი ქეთი მერაბიშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, სკოლის ყოფილმა ექიმმა თანამდებობა განცხადების საფუძველზე დაწერა.

„ამ ეტაპზე ვაკანსია მაქვს გამოცხადებული სკოლის ექიმის პოზიციაზე. სკოლის ექიმი, პირველ რიგში, უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს განათლებას პედიატრიის განხრით და საავადმყოფოში მუშაობის 1 წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება აღჭურვილობას, პირველადი დახმარებისათვის რაცაა საჭირო ყველაფრით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სკოლა და სამედიცნო კაბინეტი. აქ მოიაზრება პირველადი დახმარების მედიკამენტებიც, მსუბუქი მედიკამენტები, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლები“. - აცხადებს ქეთი მერაბიშვილი

მარნეულის N1 საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსია დღეს, 1 თებერვალს, გამოცხადდა. სკოლის დირექტორის განმარტებით, ვაკანია 5 დღის განმავლობაში იქნება გამოცხადებული და საბუთების მიღება 6 თებერვალს დასრულდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები