ანი ნოზაძის მხარდასაჭერად მარნეულის კულტურის ცენტრი კონცერტს გამართავს
7 თებერვალს, მარნეულის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ანი ნოზაძის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება. „ანისთვის“ - ასე ჰქვია კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

„ანი კულტურის ცენტრის გამორჩეული წევრია. ჩვენი მარგალიტი! წლების განმავლობაში იყო ბენდის ,,Red carpet" წარმატებული ვოკალისტი. დღემდე აგრძელებს კულტურის ცენტრისთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტითვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, რითიც უზომოდ ვამაყობთ და მისი მადლობლები ვართ. ანის დიდი მიზნები აქვს. ის დამოუკიდებელი, შემდგარი მუსიკოსია და დიდი ნაბიჯებით აგრძელებს პროფესიულ წინსვლას. პროექტ ,,ვოისში,, წარმატებული სტარტი ამის ნათელი მაგალითია. დღეს მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. პოზიტიური ენერგიის გაგზავნა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მის ოჯახს მის საქმეს, მეგობრებს. ამ ღონისძიებით გვინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის! - რომ ,,აქ ვართ და ველოდებით!,, - უთხრა რადიო მარნეულს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო შავიშვილმა.

კონცერტზე დასწრების მსურველებმა ბილეთების დასაჯავშნად მიმართეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს (ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა N108 )ან დაუკავშირდით ნომერზე: 577961872.

ანი ნოზაძე იშემიური ინსულტით საავადმყოფოში ერთ თვეზე მეტია იმყოფება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები