საქართველოში თავს ყველაზე დაცულად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გრძნობენ - NDI
არასამთავრობო ორგანიზაცია NDI საზოგადოების განწყობების კვლევას აქვეყნებს რომელიც CRRC საქართველოს მიერ პირდაპირი გამოკითხვის შედეგებით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.

საზოგადოებრივი განწყობის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა 66% ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს, ხოლო 34% აცხადებს, რომ თავს დაუცველად გრძნობს.

„თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები, ხოლო ყველაზე მეტად დაცულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ქართული ოცნების მხარდამჭერები და კაცები გრძნობენ“. - აღნიშნულია კვლევაში

კვლევის მიგნებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ. კვლევაში ასახულია უმცირესობათა დასახლებაში არსებული განწყობებიც. 34%-დან, ვინც თავს დაუცველად გრძნობს, უმცირესობათა დასახლებებში ამის მიზეზად უმუშევრობასა და სამუშაო ადგილების ნაკლებობას ასახელებენ.

კითხვაზე, რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობთ? უმცირესობების დასახლებათა წარმომადგენლების 73% პასუხობს, რომ მიზეზი უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, 43% ამბობს, რომ მიზეზი სიღარიბეა, ხოლო 32 პროცენტი მიზეზად ინფლაციას/მაღალ ფასებს ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება.
კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? უმცირესობათა დასახლებებში 56% სამუშაო ადგილებს ასახელებს, 34% სიღარიბეს, 30% ფასების ზრდას, ასევე 30% პენსიებს, ხოლო ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ 1%.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები