შსს-მ მარნეულში არასრულწლოვნის იძულებით დანიშვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტრომ დააკავა პირი, რომელიც 15 წლის გოგოს იძულებით ნიშნობაშია ბრალდებული. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ შსს-ში დაუდასტურეს და თქვეს, რომ გოგო ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 150 -ე მუხლით.

126-ე მუხლი ძალადობას, ხოლო 150-ე მუხლი იძულებას გულისხმობს.

რადიო „მარნეულის“ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრია.

ადგილობრივი მედიიის, Aktual.ge-ს ინფორმაციით მარნეულში15 წლის გოგო გაუჩინარდა. შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა. მოზარდს, იძულებით ნიშნავდნენ, რის გამოც 15 წლის გოგო სახლიდან გაიქცა.

Print