მარნეულში ავადმყოფთა სოციალური დაცვისთვის 2 000 000-ია გამოყოფილი
ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 3 035 000 ლარს დახარჯავს.

2023 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვაზე 330 000 ლარია გამოყოფილი რაც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას,  პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა. 2 705 000 ლარია  ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოციალური დაცვის მიმართულებით, რაც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდას

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ფენების მოსახლეობის დახმარება მედიკამენტებით, ოპერაციის და მკურნალობის დაფინანსება, ერთჯერადი დახმარებები მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ" და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე“ - წერია ბიუჯეტში

აღნიშნული 2 705 000 ლარიდან თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

2 000 000 ლარი  ავადმყოფთა სოციალური დაცვა -  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო (ოპერაციული , მედიკამენტებით და სხვა) დახმარების გაწევა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საფუძველზე.

700 000 ლარი ოჯახებისა და ბავშვების  სოციალური დაცვა - გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საფუძველზე.

5 000 ლარი  სარიტუალო მომსახურება - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, იძულებით გადაადგილებულ  პირთა  –  დევნილთა  და  უპატრონო  მიცვალებულთა  დაკრძალვის  სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას 250 ლარის ოდენობის თანხით.

2023 წლის მარნეულის ადგილობრივი ბიუჯეტი  67 214 900 ლარით არის განსაზღვრული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები