მარნეულის ამერიკული კუთხე ქიმიით, ბიოლოგიით და ბიოქიმიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კურსს აცხადებს
მარნეულის „ამერიკული კუთხე“ ახალ პროეტს იწყებს. ორთვიან უფასო კურსში მონაწილეობა ქიმიით,ბიოლოგიით და ბიოქიმიით დაინტერესებულ 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამერიკული კუთხის კოორდინატორი, მელე გულიევა აცხადებს, კურსის განმავლობაში მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ რეაქციები საკუთარი ხელით,იმუშაონ ქსელში,ამოხსნან ამოცანები და შეისწავლონ მაღალი დონის ქიმია-ბიოქომია.

„მარნეულის ამერიკული კუთხე სხვა მიმართულებებთან ერთად, პროექტებს სთემო მიმართულებითაც ახორცილებეს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას ვაძლევთ თავად იყვნენ პროცესში ჩართულნი და არაფორმალური განათლების გზით უფრო ღრმა და საინტერესო ინფრომაცია მიიღონ ამ კუთხით. აღნიშნულ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ თავად ჩაატარონ ცდები და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები იპოვონ. ახალგზარდებს ვურჩევთ რომ ეს შანსი არ გამოტოვონ“

სთემ-კურსზე მიღება სპეციალური სარეგისტრაციო ფორმითაა შესაძლებელი.

დარეგისტრირდით მითითებულ ლინკზე

დიდი რაოდენობის აპლიკაციების მიღების შემთხვევაში სარეგისტრაციო ფორმა დაიხურება ვადაზე ადრე.

Print