სოფლის კრებები ქალების, ახალგაზრდების, შშმ პირებისა და მერის გარეშე - „სალამი“ მარნეულის სოფლის კრებებს აფასებს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 1-ლი თებერვლიდან დაიწყო. ამ დროსიათვის საეთო კრება 27 სოფელში გაიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა დავით ჭიკაძემ განაცხადა, რომ კრებები განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით მარნეულის ყველა სოფელში ჩატარდა. მისი განმარტებით, სოფლის საეთო კრება ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგან, სოფელ მოლაოღლიში, გადაიდო, რომელიც განმეორებით ჩატარდება. მისივე განმარტებით, ინფორმაცია თუ რა პროექტებს დაუჭირეს მხარი სოფლის მოსახლეობამ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საერთო კრებები დასრულდება და სპეციალური კომისია კრებების შედეგებს დააჯამებს.

მარნეულის სფოელებში მიმდინარე საერთო კრებებს აკვირდება პლატფორმა „სალამი“. „სალამის“ წარმომადგენელმა აიჰან ჰასანლიმ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პლატფორმის წარმომადგენლები 10-ზე მეტ სოფელს დააკვირდნენ. მისი თქმით, სოფლის კრებების გამართვის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მარნეულის მერის კენან ომაროვის კრებებზე არდასწრება.

„მიუხედავად იმისა, კანონმდებლობა ავალდებულებს თუ არა მერს საერთო კრებებზე დასწრებას, ვთლით, რომ როდესაც მერი არ დადის არც ერთ შეხვედრაზე და მოსახლეობას არ ხვდება ჩვენი აზრით ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უნდა გამოსწორდეს. მეორე პრობლემაა რომ უმრავლეს შემთხვევაში შეხვედრები ტარდება დანიშნულ დროზე ადრე, მაგალითად გრაფიკში როცა წერია, რომ 11:00 საათზე უნდა ჩატარდეს შეხვედრა და როდესაც ადგილზე მივდივართ 11:00 საათზე ვხედავთ, რომ უკვე ნახევარი საათის დაწყებულია შეხვედრა. როდესაც მოსახლეობამ წინასწარი გრაფიკის მიხედვით იცის, რომ შეხვედრა ჩანიშნულია გარკვეულ დროს და რეალურად შეხვედრა უფრო ადრე იწყება, მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს შეხვედრაზე დასწრების ამის შესაძლებლობა ერთმევა. ჩვენი აზრით ეს აფერხებს მოსახლეობის საერთო კრებებში სრულყოფილად დასწრების და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. მესამე ფაქტობრივი გარემოება, რაც ჩენი აზრით ასევე ძალიან მნიშნველოვანია არის ის, რომ ძალიან მოკლე ვადაში ტარდება შეხვედრები. უმრავლეს შემთხვევაში შეხვედრები ტარდება 15-25 წუთის განმავლობაში, მაქსიმუმ ნახევარ საათში, მაშინ როცა ხელმოწერების შეგროვება იწელება. ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში დასახლების საერთო კრება მაინც ტარდება იმ შემთხვევაშიც მოქალაქეთა მონაწილეობა დაბალი არის თუ არა. ხშირად არ არის შესაბამისი ქვორუმი, მაგალითად 100 ადამიანი შეკრებილი, მაგრამ დასახლების საერთო კრებებს მაინც ატარებენ“. - ამბობს აიჰან ჰასანლი 

პლატფორმა „სალამის“ წარმომადგენლის განმარტებით, სოფლების სრულ უმრავლესობაში დაბალია ქალების, ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონწილეობა საერთო კრებებში. აიჰან ჰასანლის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა დასახლების საერთო კრებებში. ამისათვის კი შესაძლებელია მერიამ გამოიყენოს სოფლებში მერის წარმომადგენლების რესურსი, კარდაკარის პრინციპით მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია სხდომის ჩატარების შესახებ და აქტიურად გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით.

„მარტო გრაფიკის გამოქვეყნება იმ რეალობაში როდესაც უმცირესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქართული ენა კარგად არ იცის და ზოგს კი არ მიუწვდება ხელი გრაფიკზე, ყველა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ჯობია რომ ყველა მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია რომ ტარდება სოფლის კრება, ამის გაკეთება კი მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა. ასევე, რეკომენდაციაა რომ ქალების მონაწილეობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, რადგან ძალიან დაბალია ქალების მონაწილეობა. იმის გათვალიწინებით, რომ სოფლებში მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ ქალები და თუ ქალები არ მონაწილეობენ შეხვედრასი, ესეიგი სოფლის ნახევარი არ მონაწილეობის შეხვედრაში. ასევე ახალგაზრდები და შშმ პირებიც არ მონაწილეობენ შეხვედრებში და კარგი იქნება თუ თვითმმართველობის წარმომადგენლები თავად დაეკონტაქტებიან შშმ პირებს და უზრუნველყოფენ მათ საერთო კრებაში ჩართვს. ასევე, ახალგაზრდების აზრის ასახვაც ძალიან მნიშნველოვანია სოფლის კრებებში. ასევე, არის ერთი გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში პრიორიტეტები არის წინასწარ დადგენილი და შეკრბილმა მოსახლეობამ უკვე იცოდა პროექტების ჩამონათვალი და მერია უბრალოდ ეკითხებოდა რომელ პროექტს უჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ მოქალქეებს ადგილზეც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მათ წინაშე არსებული პრობლემური საკითხები დააყენონ კრებაზე“. - აცხადებს აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლის განმარტებით, მნიშნველოვანია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია, რომ „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ ფარგლებში სფოლისათვის გამოყოფილი თანხების თანადაფინასების ვალდებულება მარნეულის მერიასაც გააჩნია. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქემ შესაძლოა ჩათვალოს, რომ სოფლისათვის გამოყოფილი თანხა, რომელიც 12 000-დან 20 000 ლარამდე მერყეობს, არაა საკმარისი გარკვეული პროექტის განსახორციელებლად და არ დააყენოს აღნიშნული პროექტი დასახლების საერთო კრებაზე, მაგრამ თუ მას ექნება ინფორმაცია, რომ მარნეულის მერიას შეუძლია პროექტის თანადაფინანსება, მოქალაქე უფრო გაბედულად დააყენებს პრობლემურ საკითხს საერთო კრებაზე გადასაწყვეტად.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარია.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

რადიო „მარნეული“

ამავე თემაზე: 
რა სახის პროექტების დაფინანსებაა შესაძლებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით

როდის ჩატარდება სოფლის კრება თქვენს დასახლებაში - განრიგი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები