8 თებერვალს „კრება“ მარნეულის 11 სოფელში ჩატარდება
მარნეულში „სოფლის კრებების“ ჩატარება გრძელდება. მერიის მიერ დაკომპლეტებული სამი სხვადასხვა ჯგუფი , მოსახლეობას დღეგამოშვებით ხვდება. 8 თებერვალს „სოფლის კრება“ 11 სოფელშია დაგეგმილი. გთავაზობთ საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღს და დროს სოფლების მიხედვით:

  • წერეთელი, რიტუალების სახლის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 სთ
  • საიმერლო, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 14:00 სთ
  • დიდი ბეგლიარი სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 15:00 სთ
  • პატარა ბეგლიარი - სოფლის ცენტრი - 15:30 სთ
  • ნორგიული , სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ
  • ზემო სარალი სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 14:00 სთ
  • შულავერი სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 11:00 სთ
  • ქვემო სარალი– სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ
  • სოფ. იმირი სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორია (იმირი; იმირჭალა) - 12:00 სთ
  • წითელი სოფელი - სკოლის მიმდებარე ტერიტორია (წითელი სოფელი; მეწამულა) - 11:00 სთ
  • დაშტაფა–სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 სთ

7 თებერვლის მონაცემებით, კრება 27 სოფელში ჩატარდა.

მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდი სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.

მარნუელის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შევსებული სპეციალური ფორმის სახით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები