თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 8 294-ს მიაღწია
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 8 294 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 400.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები