ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ თურქეთში მიწისძვრით დაზარელბულებისთვის დახმარების პაკეტები გააგზავნა

„ახალი აზროვნების ინსტიტუტიმა“ თურქეთში მიწისძვრის დროს დაზარელბულების მხარდასაჭერად დახმარების კამპანია დააორგანიზა.

ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხულდარის, მოლაოღლის და ხოჯორნის მოსახლეობამ 5 000 ლარამდე თანხა, ერთ დღეში, შეაგროვა. მისივე განცხადებით, მოსახლეობამ ფულად დახმარებასთან ერთად სხვადასხვა სახის ნივთებიც შეაგროვა.

„როგორც ახალი აზროვნების ინსტიტუტის ოჯახმა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დაზარალებული ადამიანების დახმარება გადავწყვიტეთ. ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. ეს თანხა ერთ დღეში შეგროვდა. 5 000 ლარი, ტანსაცმელები, ნივთები, ვისაც რა შეეძლო წამოიღო. ძირითადად ახალი აზროვნების ინსტიტუტის ოჯახის, ახალგაზრდების და მათი მეგობრების, ჩვენი საყვარელი ადამიანების, ხოჯორნის, მოლაოღლუს, ხულდერეს სოფლების მოსახლეობამ, ქართველი მეგორბრების მეშვეობით ერთ დღეში შეაგროვა თანხა ჩვენი კამპანიის მხარდასაჭერად“.

მიწისძვრით დაზარალებული ბავშვებისათვის სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ნახატები დახატეს და მისწერეს მხარდაჭერის წერილებიც, რომლებიც თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად გაიგზავნება.

ქამრან ეფენდიევმა განაცხადა, რომ შეგროვებული თანხით ჰიგიენური ნივთები, თბილი ტანსაცმელი, საკვები და სამედიცინო საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები იყიდეს.

“სკოლებში მოსწავლეებმა თურქეთში მცხოვრებ და-ძმებს წერილები მისწერეს, მათ გვერდით ყოფნა გამოუცხადეს და ამისთვის სურათები დახატეს. ადამიანებმა სახლიდან თბილი ქურთუკები, საბავშვი ტანსაცმელები, ხელთათმანი, ქუდი, წინდები, საბანი მოიტანეს. ვის რისი საშვალებაც აქვს წამოიღეს. ჩვენ გვახარებს, რომ ამდენი ადამიანი ენდობა ჩვენს ორგანიზაციას. ჩვენი ხალხი არ არის გულგრილი იმ ხალხის მიმართ. ამით ამაყი ვართ. ერთი დღის განმავლობაში შეგროვებული თანხით საჭირო ნივთები ვიყიდეთ. ჰიგიენური ნივთები, საკვები პროტუქტები, სამედიცინო ნივთები შევიძინეთ. 30-ზე მეტი ყუთი იყო“

ეფენდიევმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ შეგროვბეულ თანხას პირდაპირ თურქეთის საელჩოში ჩააბარებენ.

„ჩვენი ერთდღიანი კამპანიის მიზანი ის იყო რომ პატარა ორგანიზაციამ ერთ დღეში ამხელა თანხა თუ შეაგროვა, მისი ახალგაზრდები თავს ასე თუ წარადგენენ, სხვებისთვის მაგალითი თუ ხდებიან, უკვე ამას რეგიონებში, სოფლებში, სკოლებში, უბნებში მცხოვრები ადამიანებიც შეძლებენ. აკეთებენ, ამაზე მეტსაც აკეთებენ. ყველგან დახმარებას აგროვებენ ადამიანები. იქ მცხოვრებ და-ძმებს ეხმარებიან. ჩენც უბრალოდ გვინდოდა საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ასეთი ფორმით დახმარება შესაძლებელია. იქ ყველაზე მინიმუმ მორალური და ფინანსური დახმარება საჭირო იყო. მოსწავლეებსაც ასე შეუძლიათ თავიანთი დახმარების გაწევა. კამპანიას გავაგრძელებთ და სამომავლოდ შეგროვებულ თანხას პირდაპირ თურქეთის საელჩოში ჩავაბარებთ“.

აღსანიშნავია, რომ მარნეულიდან თურქეთში დაზარალებუებისთვის დახმარება გრძელდება.
მიწისძვრი სდროს დაღუპულთა რაოდენობა 18 342-მდე გაიზარდა.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები