მარნეულის მერია 57 000 ლიტრ სასმელ წყალს იყიდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 57 000 ლიტრ წყალს შეიძენს. სასმელი წყლის შესყიდვისათვის ტენდერი მარნეულის მერიამ 10 თებერვალს გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი 31 822 ლარად გეგმავს შეისყიდოს:

  • 3 000 ცალი - სასმელი არანაკლებ 19 ლ ჰიდროკარბონატული - კალციუმიანი ტიპის არაგაზირებული წყალი არანაკლებ 19 ლიტრიანი პოლიკარბონატის ჭურჭელი.
  • 2 000 ცალი - სასმელი მინერალური წყალი, არანაკლებ 0.5 ლ ჰიდროკარბონატული - კალციუმიანი ტიპის,არაგაზირებული პოლიკარბონატის ჭურჭელი.
  • 10 000 ცალი - ერთჯერადი პლასტმასის გამჭირვალე ჭიქა.
სატენდერო დოკუმენტაცის მიხედვით, წყლის ჭურჭელი შემსყიდველს უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში, სასმელი წყლის ყოველი მომდევნო პარტიის მიწოდებამდე. სასმელი წყლის მოწოდებული ჭურჭელი თავსებადი უნდა იყოს არსებულ დისპენსერებთან. მიმწოდებელმა საკუთარი ძალებით და ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მოწოდებული სასმელი წყლის გადმოტვირთვა, შენობაში შეტანა ან/და დასაწყობება (ასევე უკან წაღება).

ლაბორატორიულ დასკვნაში უნდა იყოს იმის თაობაზე დადასტურებული მითითება, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს - მათ შორის: პროდუქტის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

სასმელი წყლის შესყიდვის ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 18-20 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას წყალი მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 დეკემბრამდე, ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები