მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვეისას ქვეითი გარდაიცვალა
მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ, 21 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა სოფელ ქოლაგირში მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

რადიო „მარნუელის“ ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე, რომელსაც ავტომოილი დაეჯახა შუახნის კაცია. ავარიის შედეგად ის გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

Print