კულტურის ცენტრში, თოჯინური სპექტაკლი, „სხვა წითელქუდა“ გაიმართა
დღეს, 16 მარტს, მარნეულის კულტურის ცენტში, თოჯინური სპექტაკლი, „სხვა წითელქუდა“ გაიმართა.
პირველი სეანსი 12 საათზე ჩატარდა და საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა.



როგორც რადიო „მარნეულს“ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო შავიშვილმა უთხრა, სპექტაკლი ჩატარების მიზანი და მოტივაცია ადგილობრივების ინტერესი იყო. მისივე თმით, ცენტრი სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების გამართვას.


„დღევანდელი წარმოდგენა არის არმენ ჰოვანესიანის თოჯინების თეატრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ერთობლივი ნამუშევარი. ეს არის სპექტაკლი „სხვა წითელქუდა“ ალტერნატიული სპექტაკლით, მსგავსი, მაგრამ განსხვავებული. რომელიც არა მხოლოდ პატარა მაყურებელზეა გათვლილი, არამედ უფროსი მაყურებლისთვისაც საინტერესოა. აღნიშნული სპექტაკლი გაკეთდა იმ მოტივაციით, რომ ჩვენ უკვე გაოვცადეთ რამდენად დიდი ინტერესია თოჯინური სპეტაკლების მიმართ. ამის კარგი მაგალითია „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“- , გვითხრა ნატო შავიშვილმა.



სპექტაკლს ესწრებოდა სოფელ დაშტაფას საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილიც. როგორც ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგმა, ნატო სამხარაძემ გვითხრა, „სხვა წითელქუდა“ მოსწავლეებისათვის მართლაც „სხვა წითელქუდა“ აღმოჩნდა.

„ბავშვებს რომ ვუთხარი, თავიდან ძალიან გაუხარდათ, წითელქუდა ზეპირად იციან და კულტურის სახლის ღონისძიებებზე ხშირად დამყავს. რაც ნახეს იმ წარმოდგენაზე, რასაც ელოდნენ, 10-ჯერ მეტად მოეწონათ. ეს სხვა წითელქუდა იყო მართლაც, თანამედროვე და მეც დიდი ინტერესით ვუყურე“ - ამბობს ნატალი სამხარაძე

წარმოდგენები 16-17 მარტს გაიმართება. კულტური ცენტრის ინფორმაციით, დღეში ორი სეანსი 12:00 საათსა 15:00 საათზე ჩატარდება.

დასწრება თავისუფალია

ადგილის დასაჯავშნად დარეკეთ მითითებულ ნომერზე:
577 961 872

რეჟისორი/მხატვარი/მარიონეტების ავტორი: არმენ ჰოვანესიანი

მონაწილეობენ:

არმენ ჰოვანესიანი
ზურაბ ხაფთანი

გახმოვანება:
თათია თათარაშვილი
ქეთევან აბაშიძე
მარიამ ჭოხონელიძე

ტექნიკური ჯგუფი:

შალვა ბუზალაძე
შოთო კიპაროიძე
ავთანდილ აბრამიშვილი

Print