საიმერლოსა და ქალაქ მარნეულის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოსა და ქალაქ მარნეულის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება 16 მარტის საღამოს საათებიდან შეუჩერდა.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება ტრანსფორმატორის დაზიანებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სოფელ საიმერლოს სასმელი წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში დაბალი წნევით მიეწოდებოდა.

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, დაზიანებული ტრანსფორმატორის შეკეთება უკვე მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, სოფელ საიმელოსა და ქალაქ მარნეულის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება 18:00 საათიდან აღუდგება.

რადიო „მარნეული“

Print