მარნეულელმა კიკბოქსიორებმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
მარნეულელმა კიკბოქსიორებმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს. მარნეულის სპროტული სკოლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17-19 მარტს, ახალქალაქში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. 

35 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-დმიტრი ვართანიანი
42 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- გევორგ სარქისიანი
51 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- გიორგი მირზოიანი
50 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-მიხაილ გოგიანი

სპორტსმენების პირადი მწვრთნელი-კახა ჭკადუა

ტურნირში მონაწილეობდნენ სომხეთის და საქართველოს წარმომადგენლები.

/გარეკანის ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა/


Print