ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს - პრემიერი მარნეულში იმყოფებოდა
დღეს, 21 მარტს, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება. მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები, მიმდინარეობდა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად მარნეულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა. პრემიერმა დაათვალიერა საგამოფენო სივრცეები, აანთო კოცონი, გააკეთა კომენტარი მედიისათვის და შემდგომ დატოვა მარნეული.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენს ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს. ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვესნ მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან. ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო მშვიდობა ჩვენს მოქალაქეებს, კეთილდღეობა, მეტი ბარაქა, მეტი სიხარული, ტაბილურობა და ყველაფერი საუკეთესო. ეს მინდა ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს. მე მინდა დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა, ჩემი სიყვარული ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ძალიან მშრომელ ხალხს, ძალიან გონიერ ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმითაც, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ხალხს სჭირდება“. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ნახევარი საათის განმავლობაში დაესწო, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი დატოვა.

წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული გალა-კონცერტით არ აღინიშნა. ფორმატის შეცვლას მერია თურქეთში მომხდარი სტიქიური მოვლენით ხსნის.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები