მარნეულის სკოლებში სამი ვაკანტური ადგილია
მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში სამი ვაკანსიაა. სკოლების ვაკანსიების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებელს ეძებს ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა (დროებითი შტატი). ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს თავისუფალი ადგილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის პოზიციაზე. ვაკანსიები 14 მარტს გამოქვეყნდა და ბოლო ვადა 24 მარტია.

კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

  • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
  • ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
  • ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
  • ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
  • აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
  • არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი

  • ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.
უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:
  • აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;
  • აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);
  • აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;
  • აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

გარდა N5 საჯარო სკოლისა, სპეციალურ მასწავლებელის ვაკანსია აქვს გამოცხადებული სოფელ კაპანახჩის საკარო სკოლას.

სკოლაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
  • უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
  • ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
  • უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
  • იყოს მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.
  • სასურველია იყოს ჩართული სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში მინიმუმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა 30 აპრილია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები