გიორგი აბდელანი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორია
გიორგი აბდელანი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის
პრიზიორია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მიერ გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელი 17-19 მარტს, ქალაქ
ხაშურში გაიმართა საქართველოს პირადი პირველობა ქართულ ჭიდაობაში,
სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული
სკოლის აღსაზრდელმა, გიორგი აბდელანმა (პირადი მწვრთნელი დემური
ჟორჟოლიანი) და +66 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე საპრიზო
ადგილი.
ტურნირი ჩატარდა 2009-2011 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის.