თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის
მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე
დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა
და მიწისძვრის კერის სიღრმე 7.34 კმ იყო.
შეგახსენებთ, თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარ 7.7 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრას 48 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.