მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაში ცვლილება შედის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის გამოწერა ადგილზე შეეძლება. თუ აქამდე იგივე პროცედურა სასამართლოს გავლით ხდებოდა, ახლა ეს ვალდებულება მუნიციპალურ ზედამხედველობას დაეკისრება. აღნიშნულის  შესახებ ინფორმაცია, 23 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბექა გავაშელმა გამოიტანა დათქვა, რომ ასეთ ერთ-ერთ დარღვევად შესაძლოა უნებართვოდ მიწის დაკავება მიიჩნეოდეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულია რიგი ცვლილებები. ასევე, 1 აპრილიდან იგეგმება გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ დადგენილების პროექტით ზედამხედველობის სამსახურის უფლება-მოსილებებში განისაზღვრება ცვლილებები კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  შედგენის შემთხვევში, კონკრეტულ მუხლებზე იგზავნებოდა სასამართლოში სამართალდარღვევის ოქმი და ამ ოქმზე, ჯარიმას ადგენდა სასამართლო. ამ ცვლილებით, სამართალდარღვევებზე პირდაპირ ზედამხედველობის სამსახურს შეეძლება საჯარიმო ქვითრის შედგენა. ადგილზევე დაადგენს სამართალდარღვევას და აღარ დასჭირდება სასამართლოში მიმართვა. ასევე,  ცვლილება მნიშვნელოვანია იმითაც, როდესაც სასამართლოში იხილებოდა სამართალდარღვევის საქმე,დაკისრებული ჯარიმა ირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინაში. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები დაადებენ სახდელს დამრღვევს, ეს ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მაგალითად, სახელმწიფო მიწის უნებართვოდ დაკავებაზე დგებოდა სამართალდარღვევის ოქმი , ამ შემთხვევაში სახდელს პირდაპირ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური დაადებს“, - თქვა ბექა გავაშელმა.

გავაშელის თქმით, კონტროლი ასევე მკაცრდება უნებართვო მშენებლობებზე. 

23 მარტს გამართულ საკრებულო სხდომაზე სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს და ყველა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები