თბილისის ქუჩებისთვის საქართველოს აზერბაიჯანელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით სამირა ბაირამოვამ საკრებულოს მიმართა
თბილისის ქუჩებისათვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით, სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.
27 მარტს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები დაერქმევა. სამირა ბაირამოვას თქმით, ჩამონათვალში ვერ ამოიკითხა ვერც ერთი საზოგადო მოღვაწე ქალი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი იქნებოდა.

თბილისის საკრებულო გამოირჩეოდა თავის საქმიანონაბში მრავალფეროვნებით, გამიკვირდა რატომ არ გათვალისწინეს მინუმუმ ფარიხანუმ სოფიევა და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, რომელიც არანაკლებ ძლიერი ქალები არიან, ისინიც არიან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურები. მე ძალიან მწყინს ხოლმე ეს უყურადღებობაა. ჩვენ როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სულ არ უნდა გამოვიდეთ ინციატივით და კრიტიკით, უნდა იყოს საერთო მექანიზმი და სტანდარტი. იმედი მაქვს, გათვალისწინებენ ამ რბილ კრიტიკას და ჩვენ კვლავ მრავალფეროვან და კულტურულ თბილისის შევქმნით“ - უთხრა რადიო მარნეულს სამირა ბაირამოვამ

განცხადება, რომლითაც ბაირამოვამ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა

სამირა ბაირამოვამ საკრებულოს თავმჯდომარისათვის, გიორგი ტყემალაძისთვის მიწერილ წერილში ასევე დაურთო რამდენიმე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საზოგადო მოღვაწე ქალების შესახებ ინფორმაცია.





ქალები, რომელთა სახელობის ქუჩებიც თბილისს შეემატება: პირველი ქალი დიპლომატი რუსუდან მიქელაძე, პირველი ქალი ინჟინერი ბარბარე ბაირამაშვილი, პირველი ქალი მეზღვაური იულია ფაილოძე, ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავი ნინა ხუბულავა, ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავი ნინა ჟორდანია, კალიგრაფ გადამწერი მანანა ზედგინიძე, ექიმი და მეცნიერი ბარბარე ყიფიანი, რეპრესირებული პოეტი მარიამ აბრამიშვილი, მსახიობი თამარ ჭავჭავაძე, მსახიობი ცეცილია წუწუნავა, ევროპის მასშტაბით პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები