მარნეულის ამერიკულმა კუთხემ საგრანტო პროექტი გამოაცხადა
მარნეულის ამერიკული კუთხე იწვევს 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საგრანტო პროექტში ‘Community Ambassadors/თემის ელჩები’ მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია, აღმოვაჩინოთ ახალგაზრდა აქტიური მოქალაქეები, რომლებიც შექმნიან საინიციატივო ჯგუფებს, შეისწავლიან თემის/ქალაქის წინაშე არსებულ საზოგადოებრივ თუ სოციალურ საჭიროებებს და შეიმუშავებენ მცირე პროგრამებს/სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის განვითარებას.

მარნეულის ამერიკული კუთხის ინფორმაციით, დარეგისტრირებული ახალგაზრდები გაივლიან ტრეინინგს პროექტის წერასა და კვლევის მეთოდოლოგიაში, რაც მათ დაეხმარება საჭიროებების/პრობლემების შესწავლასა და გამოვლენაში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოაგზავნოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 10 აპრილისა.

https://docs.google.com/…/1FAIpQLSevxaBbvaczCKMg0…/viewform…

საუკეთესო პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება ამერიკულ კუთხესთან ერთად.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ საელჩო საქართველოში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები