მერიამ ნოვრუზზე ცეცხლის ანთებაში 1 800 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე კოცონის ანთებაში 2 000-მდე ლარი დახარჯა. თვითმმართველობას ღონისძების ორგანიზება ჯამში 82 541 ლარი დაუჯდა. სიმბოლური კოცონის და თონის დასანთებ 0.2 კუბურ მეტრ შეშაში მუნიციპალიტემა 1 800 ლარი გადაიხადა.

ამავე თანხაში შედის ტრანსპორტირება და ადგილზე მოწყობა. მერიამ ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელა და ხელშეკრულება შპს „ჯორჯიან ივენტს“-თან გააფორმა.

საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაში შედიოდა:

  • აზერბაიჯანული კუთხისთვის სცენის მოწყობა - 4750 ლარი
  • მსახიობების მოწვევა - 10 000 ლარი
  • ანიმატორები - 6 800 ლარი
  • კულინარია - 8300 ლარი
  • სპორტული ღონისძიებები - 10 000 ლარი
  • ყვავილების, ხილის და ბოსტნეულის დეკორაცია - 3000 ლარი
  • ფორმები (აზერბაიჯანული ტრადიციული სამოსი) - 2000 ლარი
  • ცოცხალი ჯეჯილი ერთჯერად თეფშებზე - 300 ლარი
  • ღონისძიების სივრცის გაფორმება - 23 000 ლარი
/გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია/
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები