საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, გამოწვევები და პერსპექტივა - რონდელის ფონდის მკვლევარმა მარნეულში შეხვდრა ჩაატარა
დღეს, 30 მარტს, მარნეულის სამოქალაქო ჩართულლობისა და აქტივიზმის ცენტრში შეხვედრა გაიმართა რონდელის ფონდის უფროს მკვლევართან, კახა გოგოლაშვილთან. ქვემო ქართლის არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, ევროინტეგრაცია და კანონპროექტი „უცხოური ძალის გავლენის აგენტის შესახებ, საერთაშორისო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები.

“შეხვედრაზე შევეცადე მესაუბრა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. იმაზე , თუ რა მიზნებს ისახავს ეს ურთიერთოებები, რა გამოწვევები არსებობს, როგორია პერსპექტივები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის. როგორია უახლოესი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი. ჩვენი დისკუსია მიმართული იყო იქითკენ, რომ გაგვერკვია რატომ გვინდა ევროკავშირი, რატომაა საქართველოს მოსახლეობა დაინტერესებული, რომ ევროკავშირში მოხდეს გაწევრანება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ დისკუსია იყო საკმაოდ ღია და ინტერაქტიული, კარგად გამოჩნდა, რომ ამ საკითხების მიმართ მაღალი ინტერესია ჩვენს საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად მარნეულში“ - უთხხრა რადიო „მარნეულს“ კახა გოგოლაშვილმა.

შეხვედრა სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. როგორც ჩვენთან საუნარში სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა, რაშან ზიადალიევმა აღნიშნა, მსგავსი სემინარის ჩატარება მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენ ერთად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხხებზე, რაც პირდაპირ ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. რისი გაკეთებაა საჭირო , რა უნდა გააკეთოს მედიამ, რა უნდა გააკეთოს, სამოქალაქო საზოგადოებამ და სახელმწიფომ. დამსწრეებს მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რა პროცესები მიმდინარეობს ახლა და როგორ შეგვიძლია ამ პროცესების გაუმჯობესება და როგორ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“

ღონისძიება ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები