მერია სადახლოში შიდა გზების დაგებას 526 863 ლარად გეგმავს
მარნეულში სოფელ სადახლოში შიდა გზებს დააგებენ. I და II უბანის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 526 863 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაობი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათ შორისაა:

  • ტრასის აღდგენა და დამაგრება
  • არსებული ჭების მოყვანა საპროექტო ნიშნულამდე (ახალი რკინაბეტონის ფილების მოწყობა)
  • გრუნტის დამუშავება მილისა და სათავისების მოსაწყობად
  • ლითონის მილის შეძენა-მონტაჟი
  • ხრეშოვანი სავალი ნაწილის ზედა ფენის მოხსნა ბულდოზერით
  • გრუნტის დატვირთვა ექსკავატორით
  • შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშახრეშოვანი ნარევით

ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 15- 20 აპრილის პერიოდში შეუძლიათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მარნეულის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

თანხას მარნეულის მერია 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით აფინანსებს.

Print