საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წელთან დაკავშირებით მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში კონცერტი გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 105 წელი გადის. ამასთან დაკავშირებით მარნეუში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.

ასეთი ღონისძიებებიდან ერთ-ერთ 24 მაისს მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით და კოლეჯის ეზოში დროშის აღმართვით დაიწყო. შემდეგ კი კოლეჯის დირექტორი მჰირ ბაირამოვი გამოვიდა სიტყვით და სტუმრბს მიესალმა. აღნიშნა, რომ საქართველო უკვე დამოუკიდებელი ქვეყანაა. ამიტომაც ახალგაზრდების განათლების მიღებისთვის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია. იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები შეძლებენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას და მომავალ თაობებს ამ თავისუფლებას გადასცემენ.

კოლეჯში ჩატარებულ ღონისძიებაში საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის თანაშემწე ელდარ ბაირამოვი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ალი გახრამანოვი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას.

აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელმა ელდარ ბაირამოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენაზე ისაუბრა. მან სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება, რომ საქართველოს მსგავსად, 1918 წელს აზერბაიჯანმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა. ბაირამოვმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და დამოუკიდებლობა უნდა დავიცვათ.

დამოუკიდებლობის დღე მოქალქეეებს პარლამენტარმა ზაურ დარგალმაც მიულოცა.

„დღეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი სახელმწიფო თავის დამოუკიდებლობას ქვეყნის შიგნით მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას იცავს, სწორი ნაბიჯებით წინ მიდის“. - აცხადებს დარგალი

მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მენეჯერი ლამან ბაირამოვა ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოლეჯში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმიწფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნოე ჟორდანიის ხელმძღვანელობით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობამდე - ორი წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნულ დროს საქართველოს დამოუკიდებლობა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ აღირაბეული იქნა. საქართველომ დამოუკიდებლობა 70 წლის მერე - 1991 წელს 9 აპრილს აღადგინა.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები