შეიძლება მალე ვიზეიმოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება - გიორგაძე მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ ჩნდება პერსპექტივები საქართველომ მალე დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. 24 მაისს გამართული საკრებულოს სხდომის დასრულებისას გიორგაძემ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სწორედ ამ დროს განაცხადა, რომ შეიძლება მალე ვიზეიმოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.

„რამოდენიმე დღეში ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. მე მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრბეულოს, სახელით ეს ძალიან მნიშნველოვანი დღე, დამოუკიდებლობის დღე. ვუსურვებ, რომ მოკლე დროში გვეზეიმოს ერთად მთლიანი ტერიტორიების შემოერთებით, რაზედაც ისმის გარკვეული საკითხები, რომ რაღაც პერსპექტივები ჩნდება იმისა, რომ შეიძლება მალე ვიზეიმოთ ყველამ ეს დაკარგული ტერიტორიები. ესაა აფხაზეთი, ესაა სამაჩაბლოს ტერიტორიები და მე ვისურვებდი, რომ როგორც პატრიარქმა ბრძანა, ღმერთმა უსმინოს, ისე არ ვაპირებ აქედან წასვლასო რომ გამთლიანებული საქართველო არ ვნახოო და ვთხოვ უფალს და ვთხოვ ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ ეს საქმე მალე მოგვარებულიყოს“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში რა დროსაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ნაწილის, აფხაზეთის, ოკუპაცია. უახლოეს ისტორიაში რუსეთი მეორედ საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა, რა დროსაც მოახდინა სამაჩაბლოს ოკუპაცია.

საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა. პირველი თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს დაჯდა რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმიწფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნოე ჟორდანიის ხელმძღვანელობით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობამდე - ორი წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნულ დროს საქართველოს დამოუკიდებლობა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ აღირაბეული იქნა. საქართველომ დამოუკიდებლობა 70 წლის მერე - 1991 წელს 9 აპრილს აღადგინა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები