გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს და მშვიდობას - მარნეულის მერმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
დღეს, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღის აღასანიშნავი ღონისძიება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად მარნეულშიც იმართება. ღონისძიება მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე პარკში 14:00 საათზე დაიწყო.

მარნეულელებს მიმართეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა. მარნეულის მერის კენან ომაროვის განცხადებით, დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი თარიღია.

„მოგესალმებით ძვირფასო მარნეულელებო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს, ახალგაზრდებს, აღსაკალებს. მოხარული ვარ რომ დღეს ტრადიციულად და ასე მასშტაბურად ავღნიშნავთ 26 მაისს. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვან თარიღს. მადლობა მინდა გადავუხადო ზუსტად ამისთვის ჩვენი მთავრობის ადმინისტრაციას, შერიგების მინისტრის აპარატს, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს და მშვიდობას“. - განაცხადა კენან ომაროვმა.


მარნეულში 26 მაისის აღსანიშნავი კონცერტი დაიწყო ადგილობრივი შემსრულებლებით: ანსამბლი „იბერია“, ანსამბლი „ენგური“, შაბან მამედოვი, ანსამბლი „ერა“, ანსამბლი „სარვანი“, ვოკალის სტუდია, მარიამ ჭოხონელიძე, მომღერალთა გუნდი „ჰუჯაბი“, საზის წრე, ქრისტი ჯავახიძე;

ასევე სცენაზე მარნეულელების წინაშე წარსდგებიან თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე;


აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმიწფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნოე ჟორდანიის ხელმძღვანელობით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობამდე - ორი წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნულ დროს საქართველოს დამოუკიდებლობა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ აღირაბეული იქნა. საქართველომ დამოუკიდებლობა 70 წლის მერე - 1991 წელს 9 აპრილს აღადგინა.

რადიო „მარნეული“
Print