თავისუფლების სიყვარულით მთელი მარნეული ზეიმობს - ზაურ დარგალი 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
„წლევანდელი მესიჯი არის „თავისუფლების სიყვარულით“ და ნამდვილად, დღეს თავისუფლების სიყვარულით მთელი მარნეული ზეიმობს“. - განაცხადა პარლამენტარმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას. ზაურ დარგალი დღეს, 26 მაისს, მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრება.

დღეს, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღის აღასანიშნავი ღონისძიება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად მარნეულშიც იმართება. ღონისძიება მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე პარკში 14:00 საათზე დაიწყო.

„მე ძალიან მიხარია, რომ მარნეულში ყოველ წელს ასე მასშტაბურად ტარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. წლევანდელი მესიჯი არის „თავისუფლების სიყვარულით“ და ნამდვილად, დღეს თავისუფლების სიყვარულით მთელი მარნეული ზეიმობს დღევანდელ დღეს, მთელი საქართველო ზეიმობს დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და თქვენ იცით, რომ მარნეული არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური რეგიონი და მარნეული ზუსტად ასახავს საქართველოს მრავალფეროვნებას და ეს მრავალფეროვნებაც ნიშნავს თავისუფლებას, ეს მრავალფეროვნებაც აძლიერებს ჩვენს დამოუკიდებლობას. ყველას ვულოცავ კიდევ ერთხელ, ვუსურვებ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას“. - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულში 26 მაისის აღსანიშნავ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სიმღერისა და ცეკვის წრეებმა და მოწვეულმა მომღერლებმა. 


აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმიწფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნოე ჟორდანიის ხელმძღვანელობით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობამდე - ორი წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნულ დროს საქართველოს დამოუკიდებლობა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ აღირაბეული იქნა. საქართველომ დამოუკიდებლობა 70 წლის მერე - 1991 წელს 9 აპრილს აღადგინა.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google