საკრებულოს შენობის ახალი ტენდერის თანხა 30 000 ლარით გაზარდეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მშნებელობის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ახალი ტენდერი გამოცხადდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანხა 30 000 ლარით გაზარდა და სავარაუდო ღირებულება 72 000 ლარს შეადგენს. საკრებულოს შენობისათვის პირველი ტენდერი 42 000 ლარად გამოცხადდა, თუმცა არ შედგა. ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 10-15 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 95 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

საკრებულოსათვის ახალი შენობის აშენება საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულ პირთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. ამ ეტაპზე მერია მხოლოდ საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას გეგმავს, მშენებლობის სამუშაოებისათვის კი თანხა 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ტერიტორია, სადაც საკრებულოს ახალი შენობა უნდა აშენდეს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს.


ამავე თემაზე: საკრებულოს ახალი შენობის საპროექტო ტენდერი არ შედგა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები