ის ბავშვები, რომლებიც ასაკის გამო, სკოლაში ვერ მოხვდნენ, სკოლამდელი
მზაობის ჯგუფებში დარეგისტრირება შეეძლებათ.
მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი
რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში
სკოლამდელი მზაობის ჯგუფებიში რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
„სკოლამდელი მზაობის ჯგუფები მარნეულში სოფელ კასუმლო, ულაშლო,
კაჩაგანი, დამია-გიორარხი, აღმამედლო, კირეჩ-მუღანლო, ქეშალო, დამიაში
და ქალაქ მარნეულის ორ სკოლაში მოქმედებს. ქალაქში N4 საჯარო
სკოლაშია.
აქ 2 ქართულენოვანი და 2 რუსულენოვანი ჯგუფია. ჯანდრის
სკოლაში კი 2 აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფი გვყავს. უკვე რეგისტრაცია
დაიწყო და მშობლებს შეუძლიათ მიმართონ. თუ ბავშვი ბაღში მიდის და 5
წელი შეუსრულდა ეს ბავშვი ავტომატურად მზაობის ჯგუფში გაიგზავნება.
ამისთვის მშობლებმა ჩვენთან განცხადება უნდა დაწერონ. ბაღში ვინც არ
მიდის, მათი საბუთებიც შეგროვდება და დარეგისტრირდება“.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1
ივნისს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპი კი 21
აგვისტოდან 1 სექტემბრამდეა. რეგისტრაციის პროცესი კვირის ყოველ დღეს
9:00 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება.