შსს-მ მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
11:38 / 08.06.2023
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი
პისტოლეტი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა
და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და
საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.