მარნეულის N3 ბაღში ბავშვმა, სავარაუდოდ, "ფეირი" დალია
დღეს, 8 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის N3 საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, სარეცხი საშუალება "ფეირი" დალია. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა გონება ბაღიდან გამოყვანის შემდეგ დაკარგა და ის მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რადიო "მარნეულს" მარნეულის "ავერსის" კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ილონა ხიზანეიშვილმა განუცხადა, რომ მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიიღო საკვები. კონტაქტურია და დადის. ჯამური პარამეტრები ნორმის ფარგლებში აქვს.
ეს სითხე, როგორც მშობელი ამბობს და პედაგოგებიც, არის ფეირი, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობით".
- აცხადებს ილონა ხიდანეიშვილი

მარნეულის "ავერსის" კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბავშვის მკურნალობაში ჩართულია ონტოლარინგლოლიკი და ტოქსიკოლოგი, მას ჩატარებული აქვს ლაბორატორიული კვლევები და იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები