მარნეულის მერიამ 500 ქაღალდის ჩანთა 2 490 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 500 ქაღალდის ჩანთა გამარტივებული წესით შეისყიდა. მარნეულის მერიამ შპს „ფრანი“-საგან ჩანთები 2 490 ლარად შეიძინა.

მერიის მიერ გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიამ ბრენდიერბული ჩანთა შეისყიდა.

„მოგახსენებთ, რომ 2023 სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით სოციალურად შეჭირვებულო ოჯახების, სსსმ და შშმ მოსწავლეებს (300 ბავშვს) გადაეცემათ სასკოლო ნივთბი. აღნიშნული პაკეტების გადასაცემად გვესაჭიროებამარნეულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკით ბრენდირებული
სასაჩუქრე ჩანთა.
300 (სამასი) ერთეული წარწერით „გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას". 
ასევე, სხვადასხვა ღონისძიებებსთვის და ოფიციალური შეხვედრებისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკით სტანდარტული 200 (ორასი) ერთეული“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ მოსწავლეებისათვის 300 ჩანთის შესასყიდად გამარტვებული წესით ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე ნუკრი კლდიაშვილთან გააფორმა. მერიამ კლდიაშვილს სასკოლო ჩანთებში 9 900 ლარი გადაუხადა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასკოლო/სასწავლო/საკანცელარიო ნივთების შესყიდვისათვის 6 534 ლარის ღირებულების ტენდერიც გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს კომპანია GEOSM-მა მიიღო და მერიას 300 ბავშვისათვის საკანცელარიო ნივთების შეძენა 4 841 ლარად შესთავაზა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები