ადვოკატირების კამპანიაში ჩართული მარნეულელი ახალგაზრდები საკრებულოს წარმომადგენელს შეხვდნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმარებისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ადილ ალიევი პროექტ
„ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების კვლევა და ადვოკატირება
პოზიტიური ცვლილებებისათვის“ მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრას ორგანიზაციის წარმომადგენლები და
პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
„შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების გაცნობა მარნეულის
მუნიციპალიტეტის მუშაობის სისტემასთან, მარნეულის საკრებულოს წევრების
ინფორმირება დაგეგმილი ადვოკატირების კამპანიის შესახებ, ადგილობრივი
მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალური და ინფრასტრუქტურული
საჭიროებებისა და პრობლემების განხილვა“. - აღნიშნულია
ორგანიზაციის განცხადებაში
შეხვედრა ჩატარდა სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის
(CEAC) პროექტი „ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების კვლევა და
ადვოკატირება პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც
ხორციელდება„რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“
პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო
ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ, ნიდერლანდის საელჩოს ფინანსური
მხარდაჭერით.