ჩრდილების თეატრი სოფელ ხოჯორნსა და თამარისში სპექტაკლებს გამართავს
მარნეულიში, სოფელ ხოჯორნსა და თამარისში სპექტაკლი "წელიწადის ოთხი დრო" გაიმართება. ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ მარნეულის მუნიციპალიტეტს 25 და 29 სექტემბერს ეწვევა, სპექტაკლით წარსდგება და მასტერკლასებს ჩაატარებს. მარნეულის კულურის ცენტრის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.

შეხვედრა მოიცავს ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტურ-ანიმაციური ფილმის „იაკობ გოგებაშვილი
– ცხოვრება და მოქალაქეობა“ ჩვენებას.

სოფელ თამარისში თეატრალური წარმოდგენა 25 სექტემბერს 15: 00 საათზე გაიმართება. სოფელ ხოჯორნში კი 29 სექტემბერს 13:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1