არა რუსულს - საჯარო ტრანსპორტში რუსული წარწერების მოსაშორებლად პეტიცია შეიქმნა
მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ მარნეულის საჯარო ტრანსპორტის აბრებიდან რუსული წარწერების მოშორების მიზნით პეტიცია შექმნა. პეტიცია Manifest.ge-ზე 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გამოქვეყნდა.

„არა რუსულს!
საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. დღეს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი და რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა, მაგრამ მაინც მტრის ენით ვსაუბრობთ, ვწერთ და ფიქრსაც გვაიძულებენ.
დაუშვებელი და სამარცხვინოა, რომ რუსულის რომანტიზმი დღემდე რჩება, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე კომუნიკაციის, ქართული ენის პოპულარიზაციის და სწავლის გაუმჯობესების ნაცვლად მტრის ენაზე საუბარს კვლავ გვაუძილებენ“
. - აღნიშნულია პეტიციაში

პეტიციის მიზანია მარნეულში, ბოლნისში, ახალქალაქში, ახალციხეში, თელავსა და სხვა რეგიონებში მოძრავ საჯარო ტრანსპორტებში აიკრძალოს რუსულ ენაზე წარწერები.

„საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შუამავალი ენა არ უნდა იყოს ოკუპანტი რუსეთის ენა! ჩვენ შეგვიძლია წერა, კითხვა და საუბარი მშობლიურ ენაზე და სახელმწიფო ენაზე. ნუ გვაბრუნებთ რუსეთში! ევროპისკენ ინტეგრაცია ჩვენც გვინდა, ჩვენც ევროპელები ვართ“. - აღნიშნულია პეტიციაში

პეტიციის ადრესატები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. პეტიციისათვის 1 000 ხელმოწერაა საჭირო.

პეტიციაზე შესაერთებლად გადადით ლინკზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123