2 ოქტომბერს , დაახლოებით 13:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოფელ თაზაკენდში მეორე კლასის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
არასრულწლოვანი მამამ საავადმყოფოში თავად წაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი მარნეულის სამედიცინო
დაწესებულებებმა ვერ მიიღეს და მისი თბილისში გადაყვანა გახდა
საჭირო.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, სკოლის მიმდებარედ ტრამპლინი, ე.წ
მწოლიარე პოლიციელი, არაა. ამიტომაც ავტომობილები სწრაფად
მოძრაობენ.
რადიო "მარნეული" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.