აქტივისტ სამირა ბაირამოვას სახლზე ჯვარი და რუსეთის დროშა დახატეს
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს
და წერს, რომ მისი სახლის კედელზე რუსეთის დროშა დახვდა დახატული,
კარზე ლურჯად გადაღებილი ლოგოები და დახატული ჯვარი.
„არ ვიცი რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის
გაფუჭება, დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად
მძინარე ჯერ ვერ მივხდი რა არის და ასეთი ამბები დამხდა. თქვენ
იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ არა კულტურულობაა და
არაჰუმანურობა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს
მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მშლის არც ერთი რელიგიური
სიმბოლიკა. შინ ევროპისკენის და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე,
შეღებეს. დროშის ადგილზე კი “ გახსოვდეს აგვისტოს ომი” ლოგო. ეს
მოიპარეს თუ რა ქნეს არ ვიცი. არადა მარნეულიდან თბილისში
უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთად ერთი ადგილი
სადაც დაცულად და მშვენიურად ვგრძნობდი თავს . ასე მომილოცეს ჩემი
35-ე დაბადების დღეს! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of
Internal Affairs of Georgia თქვენ გაგრძელეთ მოძალადებს დამალვას და
მხარდაჭერას!!“ - წერს სამირა ბაირამოვა ფეისბუქზე.
რადიო მარნეული დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მასალა მათი
პასუხისმიღებისთანავე განახლდება.
სამირა ბაირამოვა მარნეულელი აქტივისტი და უფლებადამცველია. მან
მარნეულში ერთი წლის წინ, „ალტ-ინფოს” პარტიული ოფისის
გახსნა გააპროტესტა და უკრაინისა და ევროკავშირის დროშები
დახატა რასაც „ალტ-ინფოს“ მხრიდან მუქარა მოჰყვა.