„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ - შულავრის N1 სკოლაში საქველმოქმედო
ფესტივალი გაიმართა.
ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა 714 ლარს შეადგენს, რომლითაც
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაეხმარებიან. ღონისძების
ორგანიზატორის, დალი კეკელიძის თქმით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მშობელთა მიერ მომზადებული
ხაჭაპურის, პიცის, აზერბაიჯანული ნუგბარის გაყიდვა და სხვა.
„საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა, ვისაც უნდოდა სიკეთის
გაკეთება და ქველმოქმედებაში მონაწილეობა. დაახლოებით შვიდი სკოლა
იღებდა მონაწიელობას. სტუმრები გვყავდა ასევე რესურსცენტრიდან, თემის
მოსახლეობაც იყო მოსული. სულ 714 ლარი შევაგროვეთ. „ - თქვა
დალი კეკელიძემ.
17 წლის ახალგაზრდა გულის მანკით დაიბადა და მას ცერემბრალური დამბლა
აქვს. 4 წლის ასაკში კი ეპილეფსია განუვითარდა.
საქველმოქმედო კამპანია გრძელდება. თანხის ჩარიცხვა დახმარების
მსურველებს მითითებულ ანგარიშზე შეგიძლიათ.
საქართველოს ბანკი GE10BG0000000159401700
მიმღები: ლია ფაღავა