საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ
ახალი პარტია „რეგიონები საქართველოსათვის“ დააფუძნა.
პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 19 ნოემბერს გაიმართა.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ნაკაიძემ აღნიშნა, რომ პარტია არ
იქნება კონკრეტული პირების და მასში ძირითადად გაერთიანებული იქნება
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენლები.
„მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პარტია, რომელიც შეძლებს
ყველა ერთად გაგვაერთიანოს. ყველაზე მეტად რასაც ვციდილობდი, როცა
ამის ორგანიზებას ერთად ვაკეთებდით მეგობრები, ვცდილობდი იმას, რომ
მაქსიმალურად გაგვეფილტრა ყველაფერი და ეს პარტია არ ყოფილიყო, როგორც
საქართველოში სამწუხაროდ პარტიებს ხშირად აქვს, რომ ვიღაცის პარტიაა.
მე კატეგორიულად მინდა, რადგან მე პარლამენტარის ტიტული მაქვს, არ
თქვან რომ ეს არის ტარიელის პარტია. ეს არის ჩვენი სომხების პარტია,
ჩვენი აზერბაიჯანელების პარტია, ჩვენი ქისტების პარტია, რელიგიური და
ეთნიკური უმცირესობების პარტია და ეს არის მთელი საქართველოს
ქართველების პარტია, რომელმაც უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ეს
მრავალფეროვნება, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, რომელიც არის ძალიან
სერიოზული სიმდიდრე, ერთგავარდ წამოსწიოს და შემდეგ მისი რეალიზება
მოახდინოს ნამდვილ ცხოვრებაში“. - განაცხადა ტარიელ
ნაკაიძემ
პარტიის „რეგიონები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თუ
რა პრინციპით შეირჩა ახალი პოლიტიკური პარტიის სახელი.
„დღეს ქართული პოლიტიკა არის ცენტრალიზებული
გარკვეულწილად, ძირითადად პოლიტიკური ლიდერები არიან დედაქალაქში და
შესაბამისად რეგიონების ხმა, სხვათა შორის მათ შორის მედიაც ამ
მიმართულებით ძალიან მოკლებულია, რომ რეგიონების ხმა ისმოდეს. თუ რამე
მოვლენა არ მოხდა და ვინმემ დანაშაული არ ჩაიდინა, პრაქტიკულად
რეგიონები არავის ახსოვს. მით უფრო, არ ახსოვს უმცირესობები, ან
ძალიან ნაკლებად ახსოვს, ან პრობლემის და კონფლიქტის დროს ახსენდებათ
და ზოგჯერ ძალიან ნეგატიური მიმართულებითაც შუქდება ხოლმე რეგიონები
საქართველოში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ის ახალგაზრდები,
რომლებიც წლების განმავლობაში რეგიონების ხმას წარმოადგენენ, წლების
განმავლობაში ცდილობენ, რომ საკუთარი თემი, საკუთარი რეგიონი,
საკუთარი სოფელი წარმოედგინათ და ეთქვათ პოლიტიკოსებისათვის, რომ ჩვენ
ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და დაგვინახეთ, ჩვენ გვაქვს საჭიროებები და
დაგვინახეთ. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური პარტია მის რეალიზებას
მოახდენს“. - განაცხადა „რეგიონები საქართველოსთვის“
თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ
პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაზე ასევე აირჩიეს სადამფუძნებლო
ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს, წევრები.
გთავაზობთ პოლიტიკური საბჭოს წევრთა სიას:
ლიკა ლაზიშვილი
ბადრი ნაკაიძე
ზაზა მიქელაძე
მიხეილ ლაზგინიანი
თოზუ გულმამედლი
თემურ მიქელაძე
გოჩა დუმბაძე
როინ ნიჟარაძე
რაუფ ნავრუზალოვი
როლანდ შავაძე
ტარიელ ნაკაიძე
ლაურა გამყრელიძე
ასლან მიქელაძე
გია ქათამაძე
ელნურ ალიევი
რადიო „მარნეული“