22 ნოემბერს მარნეულის კოლეჯში ქართველი მუსლიმების შესახებ ლექცია გაიმართება
საქართვლოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი მარნეულში ქართველი მუსლიმების შესახებ ლექციას გამართავს. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, საჯარო ლექცია 22 ნოემბერს, 12:00 საათზე, მარნეულის კოლეჯში, 26 მაისის ქუჩა N80-ში გაიმართება.

GCSD-მა პროექტის “მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში” ფარგლებში დაიწყო საჯარო ლექციების სერია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები