BBC - ის აზერბაიჯანის განყოფილების ინფორმაციით, დაკავებულია
“AbzasMedia”-ს დირექტორი,
ულვი ჰასანლი. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ბიბისისთან საუბარში
ჰყვება, რომ დირექტორი, ულვი ჰასანლი, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის
სახელობის აეროპორტში დააკავეს.
დაკავებას მოჰყვა გამომცემლობის ოფისის ჩხრეკა. “
AbzasMedia”-ს
მთავარი რედაქტორი სევინჩ ვაგიფქიზი ამბობს, რომ დაკავებას მაღალი
თანამდებობის პირებზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას
უკავშირებენ.
ულვი ჰასანლის ადვოკატმა გამომცემლობა „ტურანს“ განუცხადა, რომ მედია
მენეჯერი ქალაქ ბაქოს
პოლიციის დეპარტამენტის მიერ იყო დაკავებული.
BBC-ის ბაქოს რეპორტიორს კი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა
სამინისტროში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
“AbzasMedia”-ს მთავარი რედაქტორმა ბიბისის ჟურნალისტს განუცხადა, რომ
დირექტორი საზღვარგარეთ მიფრინავდა და მისი ინფორმაციით თვითმფრინავში
არ ჩამჯდარა.