მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა 22 ნოემბერს გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 22 ნოემბერს გაიმართება. მარნეულის საკრბეულოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საჯარო განხილვა მარნეულის მერიის შენობაში, დიდ საკონფერენციო დარბაზში, 12:00 საათზე დაიწყება.

მარნეულის საკრებულოში უკვე შესაძლებელია ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნების წარდგენა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"–ს საქართველოს ორგანული კანონის 91-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს თანდართული დოკუმენტაციით. გთხოვთ თქვენი წინადადებები და შენიშვნები გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულად ვებ. გვერდზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან წერილობით მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული, მოქალაქეთა განყოფილება, არაუგვიანეს 2023 წლის 25 ნოემბრისა". - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტსი პროექტი საკრებულოს განსახილველად გაუგზავნა. საკრებულო იმსჯელებს პროექტთან დაკავშირბეით და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მერიას მიმართავს, შენიშვნების ჩასწორების შემდგომ კი მერია ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს დაუბრუნებს.

ბიუჯეტის პროექტი უკვე მოიწონა მარნეულის მერის სათათბირო ორგანომ "სამოქალაქო მრჩეველთა" საბჭომ.

"ქალბატონმა ლარისა გელაშვილმა სხდომაზე წარრმოადგინა და დეტალურად განმარტა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდიალია და დაახლოებით იქნება 55 მლნ 275,4 ათასი ლარი". - აღნიშნულია "სამოქალაქო მრჩეველთა" საბჭოს ოქმში

პრიორიტეტების მიხედვით თანხები მერიამ შემდეგნაირად გადაანაწილა:
ინფრასტრუქტურის განვითარება – 14 817 500 ლარი
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 3 275 000 ლარი
განათლება – 4 922 000 ლარი
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა – 11 235 500 ლარი
ჯანმრთელობის დაცვა – 313 300 ლარი
სოციალური უზრუნველყოფა – 2 703 000 ათ ლარი
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯი - 17 485 900 ლარი

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან მერიის თანამშრომლების ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმება. მერიის 275 თანამშრომლისათვის განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება 2024 წელს 8 336 900 ლარი იქნება.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები