მარნეულის მერიამ 2024 წელს საჯარო ტრანსპორტისათვის 1 724 400 ლარი გამოყო - ბიუჯეტის პროექტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მარნეულის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის 1 724 400 ლარის დახარჯვას გეგმავს. მუნიციპალური ტრანსოირტის განვითარების პროგრამის აღწერის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი სუბსიდირება და არსებული ავტოპარკის განახლება.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის გამოყოფილი 1 724 400 ლარიდან 900 000 ლარი შ.პ.ს. „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს“ გადაეცემა.

„არსებულ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ბალანსზე არის 21 სატრანსპორტო საშუალება (მ.შ. 17 ავტობუსი და 4 მიკროავტობუსი). ამჟამად შ.პ.ს. "მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი" 19 მარშუტზე ემსახურება 45 სოფელს. წლის განმავლობაში გადავანილ მგზავრთა რაოდენობა შეადგენს საშუალოდ1 160 000 მგზავრს.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი სუბსიდირება“
. - აღნიშნულია მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირების ქვეპროგრამაში

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის“ სუბსიდირებასთან ერთად მარნეულის მერია 2024 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირებასაც გეგმავს. ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალ წელს დამატებით 3 ახალი ავტობუსის შეძენას 824 400 ლარად გეგმავს.

მოქალქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა 2023 წლის 25 ნოემბრამდე აქვთ. მარნეულის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებმა პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები საკრებულოს უნდა წარუდგინონ ვებ. გვერდზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან წერილობით მიაწოდონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული, მოქალაქეთა განყოფილება.

ბიუჯეტის პირველი საჯარო განხილვა 2023 წლის 22 ნოემბერს მარნეულის მერიაში გაიმართება. საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები