11 მილიონზე მეტი კულტურის, რელიგიის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით
მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებისათვის 11 235 500 ლარია გათვალისწინებული.

  • სპორტის სფეროს განვითარება - 7 890 500 ლარი (სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა - 2 050 000 ლარი; სპორტული ღონისძიებების დაფინანსება - 90 000 ლარი,
  • სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია - 5 750 500 ლარი;
  • კულტურის სფეროს განვითარება - 3 085 000
    ლარი (კულტურის დაწესებულების ხელშეწყობა - 1 900 000 ლარი, კულტურის სფეროს ღონისძიებები - 515 000 ლარი;
  • კულტურის ობიექტების ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია - 250 000 ლარი;
  • რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა - 420 000 ლარი;
  • ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა - 150 000 ლარი;
  • ახალგაზრდობის მხარდაჭერა - 110 000 ლარი;

კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობის ქვე პროგრამის აღწერასა და მიზანში ვკითხულობთ, რომ განხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, მათ შორის ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. ქალაქის მოსახლეობისა თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება. კულტურის ცენტრის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შეთავაზება და მაქსიმალური მხარდაჭერა. ღვაწლმოსილ მოქალაქეთა განვლილი გზის განზოგადება და დაფასება (იუბილეები, შეხვედრები, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდა ა.შ.). ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მარნეულის როგორც ამ კულტურის ტრადიციის მატარებელი ქალაქის გაცნობა ქვეყნის გარეთ და რეგიონში. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოში არსებული და მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელ კულტურულ (ნოვრუზ ბაირამი) ღონსძიებების სრულფასოვნად ჩატარებას (სასაჩუქრე კალათების, თაიგულების, გვირგვინების, დეკორაციების შეკვეთა - შესყიდვა). კონცერტებისათვის მომღერლების, სცენისა და განათება-გახმოვანების დაქირავებას, მათი მონტაჟი- დემონტაჟი.

რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ქვეპროგრამის აღწერასა და მიზანში წერია, რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, კერძოდ 400,0 ათ.ლარით დაფინანსდება „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია“, სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-შენახვის ხარჯების დასაფარად, ხოლო 20,0 ათ.ლარი განსაზღვრულია რელიგიური დაწესებულებების კომუნალური გადასახადებისათვის.

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

პროგრამის აღწერა: დამტკიცებული „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესი“ შესაბამისად გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და აქტიური ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად; მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესი“ და „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი“ შესაბამისად, სტუდენტებს წახალისების მიზნით, გადაეცემათ მერის ჯილდო და თვითმმართველობის მიერ მოხდება აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა.

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა - ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული ობიექტების მოწყობა , 2024 წელს არანაკლებ 6 მინი სპორტული კონბირირებული მოედნის მოწყობა და სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

მოქალქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა 2023 წლის 25 ნოემბრამდე აქვთ. მარნეულის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებმა პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები საკრებულოს უნდა წარუდგინონ ვებ. გვერდზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან წერილობით მიაწოდონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული, მოქალაქეთა განყოფილება.

ბიუჯეტის პირველი საჯარო განხილვა 2023 წლის 22 ნოემბერს მარნეულის მერიაში გაიმართება. საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123