ადგილბრივი თვითმმართველობების ინდექსის 2023 წლის მონაცემებით,
მარნეულის მერია ყველაზე დაბალი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტებს
შორის მოხვდა.
ახალი პროცენტული მაჩვენებელით, რომელიც თვითმმართველობების
გამჭვირვალობას განსაზღვრავს, ქვეყნის მასშტაბით ლიდერი
მუნიციპალიტეტი ფოთია. მარნეული 49-ე ადგილს, 24%-ით იკავებს. 2022
წლის მონაცემებით კი მარნეული 43 ადგილზე , 22%-ით იყო
წარმოდგენილი.
შეფასების მიხედვით, მარნეული გამჭვირვალობის თვალსაზრისით ჩამორჩება
ქვემო ქართლის ისეთ მუნიციპალიტეტებს, როგორიცაა ბოლნისი (43 %
)
გარდაბანი (35% ) დმანისი (28 %) თეთრიწყარო (25%).
მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე დღემდე პრობლემაა საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების
პროცესში, მუნიციპალიტეტის წლიური ანგარიშების წარდგენა, ინფორმაცია
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ, აუდიტის ანგარიში,
საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა და სხვა.
2023 წლის ადგილბრივი თვითმმართველობების ინდექსის შეფასება
განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI
მ, პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის ფინანსური
მხარდაჭერით.
"პროექტის ფარგლებში პარტნიორ რეგიონალურ ორგანიზაციებთან
ერთად ფასდება ქვეყნის ყველა თვითმმართველი ორგანოს გამჭირვალობა,
მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები და პრაქტიკები ერთიანი
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეშვეობით, მომზადდება და
გამოქვეყნდება რეიტინგი და ეროვნული ანგარიში."
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტის
როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანო.
შეფასება ხორციელდება ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG -
გამოყენებით.
პირველადი შეფასებების შემდეგ, მუნიციპალური ორგანოების
წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, პლატფორმაზე რეგისტრაციის
გავლის შემდეგ, გაეცნონ საკუთარი შეფასების შედეგებს და დააფიქსირონ
შენიშვნები. პროექტის გუნდი ყველა დასაბუთებულ შენიშვნას
ითვალისწინებს შეფასების საბოლოო ანგარიშში.
გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია