2 ლიტრი ზეთი, 1 კგ შაქარი, 10 ცალი კვერცხი - რა პროდუქტებს გადასცემს მერია სოციალურად დაუცველებს საახალწლოდ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლოდ საკვები პროდუქტების გადაცემას გეგმავს. მარნეულის მერიამ საკვები პროდუქტების შესყიდვისათვის 50 847 ლარის ღირებულების ტენდერი 28 ნოემბერს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მერია ნობათის გადაცემას 600 შეჭირვებული ოჯახისათვსი გეგმავს.

გთავაზობთ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომელსაც მარნეულის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს.

2 ლიტრი ზეთი
10 ცალი კვერცხი
1 კგ შაქარი
ერთი შეკვრა მაკარონი სპირალი
ერთი შეკვრა მაკარონი სპაგეტი
1 კოლოფი დასაყენებელი ჩაი
1 კგ სპრედი (კარაქი)
ერთი ლიტრი წვენი
ერთი შეფუთვა შოკოლადი
25 კგ ფქვილი

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 5-დან 7 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას სურსათი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ 2024 წლის დადგომასთან დაკავშირებით ქალაქის განათებასა და საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისათვის ჯამში 416 570 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა. ქალაქ მარნეულის საახალწლოდ მორთვისათვსი თვითმმართველობა 350 070 ლარის, ხოლო საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზებისათვის 66 500 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12