ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 08:00 საათიდან მაღალაშვილის ხიდზე მოძრაობა
იკრძალება.
ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ ხიდი
მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 20
დღით დაიკეტება.
ამ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების შესაძლებლობა
ექნებათ შემდეგი ალტერნატიული მიმართულებებით: ნოე ჟორდანიას ქუჩა,
რევაზ ლაღიძის ქუჩა და მერაბ კოსტავას ქუჩა.
დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მოძრაობა 2023 წლის 20
დეკემბერს აღდგება.