მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი საცობების გამო მხოლოდ ბაზრამდე ივლის
მარნეულში მაღალაშილის ხიდის გადაკეტვამ ქალაქში საცობები შექმნა და ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.
მოსახლეობა გვიყვება, რომ საცობში 30 ნოემბრის საღამოს, საათობით იდგნენ. მარნეულის სატრანსპორტო კომპანიები, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ მათ სხვა ალერნატიული გზა არ გააჩნიათ და მგზავრებს ვერც სიტუაციის გამოსწორებას ჰპირდებიან.

მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო კომპანიის შპს „ავტოპარკის“ ხელმძღვანელის, გიგა ჯალაღონიას თქმით, შექმნილი ვითარების გამო მიიღეს
გადაწყვეტილება, ბაზრის ტერიტორიის გავლით ქალაქის ავტობუსები გაუშვან, სხვა სოფლების ავტობუსები კი მხოლოდ ბაზრამდე მივლენ.

„ქალაქის ავტობუსები, სოფელ ყიზილაჯლოს და ჯანდარის დასახლების, ივლის ხიდის გავლით ჩვეულებრივად როგორც დადიოდა. დანარჩენი სოფლების ავტობუსები ივლიან ბაზრამდე. დაგეგმილ რეისებს საცობის გამო ვერ ასრულებენ“ - ამბობს ჯალაღონია.

მარნეულს ავტობუსების გარდა სამარშრუტო ტაქსებიც ემსახურებიან. შპს „ექსპრეს ტურისტის“ ხელნმძღვანელის, იური სამხარაძის თქმით, მათი ტრანსპორტი ბაზრამდე არ გაჩერდება და რეისებს ძველი ფორმატით შეასრულებს, თუმცა შექმნილის საცობების ფონზე მოქალაქეებს შეფერხებით მოემსახურება.

„ახლა, მაგალითად, მოძრაობა ჩვეულებრივია, მაგრამ 13:00 საათიდან უკვე საცობები იწყება. სხვანაირად ჩვენ მუშაობა არ შეგვიძლია. ხიდის ქვეშ გავდივართ და მივდივართ ბოლომდე იმ მარშრუტუტით როგორც მივდიოდით ხოლმე. “ - ამბობს იური სამხარაძე

მაღალაშვილის ხიდი 30 ნოემბერს მიიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაობის გამო 20 დღით დაიკეტა.

ამ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ შემდეგი ალტერნატიული მიმართულებებით: ნოე ჟორდანიას ქუჩა, რევაზ ლაღიძის ქუჩა და მერაბ კოსტავას ქუჩა.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. სამუშაოები ხუთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მერნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123